როგორ მუშაობს Hooma
შეკვეთიდან დამზადებამდე — ერთი მკაფიო პროცესი.
მომხმარებელი ირჩევს ნივთს. ტექნიკური სამუშაო, წარმოების რიგი და პრინტერის მართვა Hooma-ს პასუხისმგებლობაა.
მიწოდების საფასური
Hooma+ წევრი, პირველი 10 ერთეულის ბენეფიტში მოთავსებული კალათა და მინიმუმ 100₾ პროდუქტის ჯამი უფასოდ მიეწოდება. სხვა შემთხვევაში სტანდარტული მიწოდება ერთ შეკვეთაზე 5₾ ღირს. საბოლოო თანხა Checkout-ზე ჩანს.
აირჩიე პროდუქტი
მოძებნე კატეგორიებით, აირჩიე ვერსია, მასალა, ფერი და რაოდენობა.
გადაიხადე უსაფრთხოდ
სრული თანხა გადაიხადე BOG-ის დაცულ გვერდზე — განვადებისა და თანხის გაყოფის გარეშე.
ოპერატორი ამოწმებს
ვამოწმებთ გადახდას, წარმოების პროფილს, მასალას, მისამართსა და სამდღიან შესაძლებლობას.
ვამზადებთ
დადასტურებული შეკვეთა გადადის წარმოების რიგში და იწყება მისი დამზადება.
ხარისხის კონტროლი
ვამოწმებთ ზომას, ზედაპირს, მოძრაობით ნაწილებსა და შეკვეთილ ფერს.
მიწოდება
შეკვეთა გადაეცემა კურიერს და მომხმარებელი ხედავს განახლებულ სტატუსს.
3 სამუშაო დღე შეკვეთიდან მიწოდებამდე
სისწრაფე არ ცვლის ხარისხის კონტროლს.
თუ პროდუქტი ინდივიდუალურ მოდელირებას, მრავალ ფირფიტას ან სპეციალურ მასალას მოითხოვს, ოპერატორი შეკვეთამდე გაცნობებს რეალურ ვადას.
